ქუთაისში სუპერმარკეტი "დეილი" დააყაჩაღეს
ქუთაისში, სულხან-საბას დასახლებაში სუპერმარკეტი "დეილი" დააყაჩაღეს.
შემთხვევა 20 ნოემბერს, დილის 5 საათზე მოხდა. სუპერმარკეტის თანამშრომლების განმარტებით, მარკეტში 4 ნიღბიანი იყო შესული, რომლებსაც დანა ჰქონდათ. მათივე თქმით, სალაროდან წაღებულია 4 000 ლარამდე თანხა, ასევე ალკოჰოლური სასმელები და სიგარეტი.
"ეტყობოდათ, რომ ახალგაზრდები იყვნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებიათ, დანის მუქარით მოახერხეს თანხის გატანა," - ამბობენ სუპერმარკეტ "დეილის" თანამშრომლები.
ipn.ge
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


15:17
15:16
14:26
17:59
















