|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ტაბიძის და ლორთქიფანიძის ქუჩებზე სამუშაოები სრულდება

ქუთაისში ტაბიძისა და ლორთქიფანიძის ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. მერიის ინფორმაციით, ორივე ქუჩაზე მთლიანად გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა და მოეწყო ტროტუარები.

ამჟამად კი ქუჩები გრანიტის ქვაფენილით ეწყობა. სამუშაოები სექტემბრის ბოლომდე დასრულებული იქნება, რომლის შემდეგ გარეგანათების ლამპიონები დამონტაჟდება.

სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, საკრებულოს დეპუტატ მამუკა რიჟამაძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ბექა ყურაშვილთან ერთად დაათვალიერა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა