|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა 26 მარტიდან შეიზღუდება

მიმდინარე წლის 26 მარტიდან, ქუთაისში გ.ტაბიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. მერიის ინფორმაციით, სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1,077,306.69 ლარია გამოყოფილი.

ქუჩაზე გადაადგილება დილიდან შეფერხდება. სამუშაოების დასრულებამდე, ავტომობილებისთვის გზა გადაიკეტება ჩეჩელაშვილის ქუჩის კვეთიდან, გრიშაშვილის ქუჩის კვეთამდე.

მოძრაობა აღმაშენებლის გამზირიდან, ჩეჩელაშვილის ქუჩის გავლით, გრიშაშვილის და დუმბაძის ქუჩების მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

სამუშაოებს შპს "ჯეო სერვისი" განახორციელებს.

[R]

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა