|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ეროვნული ბიბლიოთეკა ნიკო ნიკოლაძის სახელობის წიგნთსაცავს აშენებს

ქუთაისში ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი კორპუსი შენდება, რომელიც  ნიკო ნიკოლაძის სახელობის იქნება.  ბიბლიოთეკა  კავკასიის უდიდესი სარეზერვო წიგნთსაცავი გახდება, სადაც მილიონამდე გამოცემა შეინახება.

პროექტს მასშტაბურს უწოდებენ ქუთაისის მერიაში. ეკონომიკის სამსახურის უფროსის პაატა კლდიაშვილის განცხადებით, სამუშაოები მალე დასრულდება და ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაზე ქუთაისში თანამედროვე ბიბლიოთეკა შეიქმება.

წიგნთასაცავი  ნიკეას 10 ნომერში შენდება. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის თქმით,  გაკეთდება სადისკუსიო კლუბი, ლიტერატურული კაფე, ცისფარყანწელების ბაღი-სამკითხველო. შესაძლოა სასტუმრო ოთახის გაკეთება უცხოელი მწერლისთვის ან მეცნიერისთვის, რომელიც უფასოდ იცხოვრებს, თუ კვლევას დაწერს და გამოაქვეყნებს საზღვარგარეთულ პრესაში.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა