|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზი მოეწყობა

ქუთაისის მერის განცხადებით, შესაძლოა, ქუთაისში მომავალი წლიდან თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზი მოეწყოს, რომელიც წყალბურთის სკოლის მოსწავლეებს მოემსახურება. მერის განცხადებით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება "ვისოლთან" და შესაძლოა, იმ საცურაო აუზის შეძენა მოხდეს, რომელსაც "ვისოლთან" აქვს  ხელშეკურულება გაფორმებული. მურღულიას განცხადებით, ხელშეკრულებას ვადა ერთ წელიწადში გადის და არ არის ცნობილი, გააგრძელებს თუ არა კომპანია აუზზე მეთვალყურეობას.

ქუთაისის მერის განცხადებით, ასევე არ არის გამორიცხული თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე აუზის რამდენიმეწლიანი იჯარით აღება მოხდეს, სადაც თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ამავდროულად,  ქალაქის მერი არ გამორიცხავს, რომ ახალი აუზის აშენებაც მოხდეს. მისი განცხადებით, ეტაპობრივად დაიწყება საკითხის შესწავლა და ქალაქი ოპტიმალურ ვარიანტზე შეჩერდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი