ქუთაისში ტაქსის მძღოლები პარლამენტთან აქციას მართავენ
ქუთაისში არსებული კერძო ტაქსების მფლობელები და მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ავტომანქანებით პარლამენტის შენობის წინ მივიდნენ. მძღოლები საწვავის ფასის მატებას აპროტესტებენ, რასაც მგზავრობის საფასურის მატება უნდა მოჰყვეს.
"თუ არ მოვუმატებთ ფასს, წაგებაზე მოგვიწევს შრომა," - ამბობენ კერძო ტაქსის მძღოლები საუბარში.
ამ ეტაპზე ტარიფი ქუთაისში მოქმედ არც ერთ ტაქსის კომპანიას არ გაუძვირებია, თუმცა მათი წარმომადგენლები ღირებულების მატებას არ გამორიცხავენ.
ამ დროისთვის ქუთაისში ტაქსის კომპანიების მომსახურება 1 კილომეტრზე 70 თეთრს შეადგენს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















