ქუთაისში ტაქსის მძღოლების აქცია გაიმართა
ქუთაისში ტაქსის მძღოლების სიმბოლური აქცია გაიმართა, რითაც სოლიდარობა თბილისში მიმდინარე აქციას გამოუცხადეს. ტაქსისტების აქციას ორგანიზება ლეიბორისტული პარიის წარმომადგენლებმა გაუწიეს. მათი თქმით, რეგულაციები სამუშაოს გარეშე დატოვებს 10 000 ადამიანს.
"არსებული რეგულაცია 10 000 ადამიანს სამუშაოს გარეშე დატოვებს. თუ ეს რეგულაცია გაუვიდათ, ეს ნიშნავს, რომ თბილისის მერე სხვა ქალაქშიც დაიწყება. ამიტომ ვუერთდებით თბილისის აქციას სოლიდარობის ნიშნად და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმონ ეს გადაწყვეტილება და არ წაართვან ადამიანებს ლუკმა პური", - განაცხადა სამსონ გუგავამ, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, თბილისში ტაქსის მძღოლებისიმ რეგულაციების გაუქმებას ითხოვენ, რაც მათ ავტომობილის თეთრად გადაღებვას ავალდებულებს. აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებენ მარჯვენასაჭიანი ავტომობილით ტაქსის ლიცენზიის მიღების აკრძალვას. აღსანიშნავია, რომ ტაქსის მძღოლებს შესაძლოა, მანქანების გადაღებვა აღარ მოუწიოთ და მათ ავტომანქანაზე მხოლოდ თეთრი ფერის ფირი გადააკრან. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















