|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტაქსის მძღოლებისათვის ქუთაისში პარკირების წესები შეიცვალა

ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, პარკირების სისტემაში ცვლილება შევიდა. ცვლილება ქალაქში მოძრავი ტაქსებისათვის ახალ წესებს გულისხმობს. საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის განცხადებით, ტაქსის მძღოლებისათვის სერვისი გაცილებით ხელსაყრელი გახდა.

„თუ არსებული წესით ტაქსის მძღოლს შეეძლო, პარკირებისათვის ათდღიანი საშვი შეეძინა, ახლა შეუძლია დგომის უფლება ერთი დღით მოიპოვოს. ხშირად ყოფილა, რომ მძღოლებს არ სჭირდებოდათ ათდღიანი საშვი, მაგრამ იძულებული იყვნენ შეეძინათ. ამიერიდან შესაძლებლობა აქვთ თუნდაც ერთი დღით მოიპოვონ დგომის უფლება“, -განმარტა დავით დვალმა.

ტაქსის მძღოლი დღიურად პარკირებისათვის 1 ლარს იხდის.

ქუთაისში პარკირების სერვისს მერიის მიერ შექმნილი შპს „პარკინგსერვისი“ განკარგავს. შპს გასულ წელს შეიქმნა და მას ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოეყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა