სიტყვიერი დაპირისპირება მძღოლებსა და "პარკინგსერვისის" თანამშრომლებს შორის (VIDEO)
ქუთაისში, "ჯაჭვის ხიდთან" ტაქსის მძღოლებსა და პარკირების თანამშრომლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ტაქსის მძღოლების განცხადებით, "პარკინგსერვისის" თანამშრომლები, მათ უკანონოდ აჯარიმებენ.
როგორც ლევან ბეროშვილმა "ნიუპრესთან" საუბარში აღნიშნა, "პარკინგსერვისის" თანამშრომლები ემუქრებიან და მათ უკანონოდ აჯარიმებენ.
"აღნიშნულ ადგილზე არ არის დახაზული პარკირების ადგილი და არც ნიშანია მითითებული, რის საფუძველზე გვაჯარიმებენ?",- კითხულობს ბეროშვილი.
"ნიუპრესი" დაუკავშირდა "პარკინგსერვისს", რომლის კომენტარსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





13:50
21:51
11:02
16:29
















