|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, თავისუფლების ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს

ქუთაისში, თავისუფლების ქუჩის მეოთხე შესახვევის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები ქუჩაზე არსებულ მძიმე მდგომარეობას აპროტესტებენ. მათი თქმით, წლებია ამ მდგომარეობაში არიან, არაერთხელ მიმართეს მერიას, თუმცა უშედეგოდ.

"რამდენიმე წელია ამ მდგომარეობაში ვართ. წვიმიან ამინდში გზაზე გავლაა შეუძლებელი. ცენტრალური ქუჩაა და როდემდე უნდა ვიყოთ ასე? მივმართეთ მერიას, თუმცა უშედეგოდ. ყოველ არჩევნებზე მოდიან და გვიპრდებიან, მაგრამ მერე გვივიწყებენ. მოვითხოვთ, მერიამ პრობლემა დაუყოვნებლივ მოაგვაროს"-აცხადებენ ადგილობრივები.

მათი თქმით, თუ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მომდევნო აქციას მერიასთან გამართავენ. მოსახლეობის აქციას პარტია "თავისუფალი საქართველო" შეუერთდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა