”არ გვჭირდება ოდეერის ჯაშუშები უნივერსიტეტში”-აქცია ქუთაისში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სოლიდარობა ქუთაისელმა თანატოლებმა გამოუცხადეს. ”თანასწორობა”, ”სამართლიანობა”, ”არ გვჭირდება ოდეერის ჯაშუშები უნივერსიტეტში”, – სლოგანებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აქცია გაიმართა. როგორც შეკრებილმა სტუდენტებმა განაცხადეს, პრობლემები ქვეყანაში არსებულ ყველა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში იდენტურია.
"ეს არ არის მხოლოდ თესეუს პრობლემა, ეს არის საქართველოს პრობლემა. ჩვენ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ პრობლემების მოსაგვარებლად.",– აღნიშნა საბა ხიდაშელმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





21:51
11:02
16:29
16:27
















