ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესახებ კითხვით პრეზიდენტს "გირჩი" მიმართავს
"ახალი პოლიტიკური ცენტრის- გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტს ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესახებ დაუსვამს შეკითხვას. "როდესაც ის იყო მთავრობის წევრი და განათლების მინისტრი, გაცეს დაპირება, რომ ქუთაისი გადაიქცეოდა საუნივერსიტეტო ქალაქად და აქ აშენდებოდა საქართველოსათვის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ყველა ხედავს, რომ მსგავსი არაფერი გაკეთებულა",-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ის პრეზიდენტს მისი განათლების მინისტრობის პერიოდიდან ასევე მეორე საკითხსაც შეახსენებს, ეს აგრარული უნივერსიტეტის თემაა: "ასევე, როდესაც მარგველაშვილი განათლების მინისტრი იყო, მან ავტორიზაცია შეუჩერა ყველაზე წარმატებულ - აგრარულ უნივერსიტეტს. ჩვენი კითხვაა - აღიარებს თუ არა, რომ ეს იყო უხეში შეცდომა და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. "
ავტორი: ნიუპრესი





11:02
16:29
16:27
13:32
















