"ვულოცავ ქუთაისს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნას!" [VIDEO]
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აქცია-პერფორმანსით გაიხსნა. პარტია "თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა და შტაბის უფროსმა უნივერსიტეტის ადგილზე მერხი და დაფა მიიტანეს და სიმბოლურად ლექცია გამართეს.
გოგი წულაიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს არ სცალია, რადგან სალომე ზურაბიშვილს დაყვება, ამიტომ უნივერსიტეტის გახსნა მათ თხოვა.
"ვულოცავ ქუთაისს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნას, ეს არის მნიშვნელოვანი დღე. ბიძინა ივანიშვილს არ სცალია, რადგან სალომე ზურაბიშვილს დაყვება, ამიტომ გვთხოვა, ჩვენ გაგვეხსნა. დღეს სიმბოლურად ჩავატარეთ ლექცია და ვამცნეთ ქუთაისს ბ. ივანიშვილის სახელობის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა", - განაცხადა გოგი წულაიამ.
კახა კუკავას თქმით, ამ პერფორმანსით ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს. მისი თქმით, უნივერსიტეტი, რომელშიც სწავლა უნდა მიმდინარეობდეს, აშენებულიც არაა. ავრცელებდნენ, რომ ივანიშვილმა მილიონი გადარიცხა მშენებლობისთვის, თუმცა ადგილზე რეალურად არაფერი აშენებულა.
შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს 2019 წელს მიიღებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















