|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ტექსტილის 2 ქარხანა აშენდება

წლის ბოლომდე ქუთაისსა და ფოთში ტექსტილის სამი ქარხანა გაიხსნება, სადაც დამზადებული ტანსაცმელი ექსპორტზე ევროპაში გავა. „საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის“  ხელმძღვანელის ოსმან ჩალიშქანის ინფორმაციით, ქარხნები ნედლეულს თურქეთიდან შემოიტანენ და ტანსაცმელს დაამზადებენ.

ქუთაისში ინვესტორი ფართს იქირავებს, სადაც 2 ქარხანა 600-მდე ადამიანს  დაასაქმებს. ოსმან ჩალიშქანის ინფორმაციით, ქუთაისში ერთ-ერთი კომპანია უკვე  დაფუძნდა და დაახლოებით 2 თვეში ამუშავდება. მეორე კომპანია კი ჯერჯერობით ფართისთვის ადგილს არჩევს.

ასევე ქარხანა აშენდება ფოთში, სადაც 3 ათასი ადამიანი დასაქმდება და მთლიანობაში ინვესტიციის სახით 3 მილიონი დოლარი ჩაიდება. ქარხნის მშენებლობა საპორტო ქალაქში არჩევნებამდე დასრულდება.

ოსმან ჩალიქანი ამბობს, რომ ქარხნები მაშინვე არ ამუშავდება, რადგანაც კომპანიებმა პირველი სამი თვე ჯერ თანამშრომლები უნდა გადაამზადონ, რის შემდეგაც წარმოებასაც დაიწყებს. 

წყარო:commersant.ge

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა