|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

27 სექტემბერი- სოხუმის დაცემის დღეა.  სამშობლოს მთლიანობისთვის დაღუპული გმირები ქუთაიშიც გაიხსენეს.

სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში, ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აფხაზეთის ომის ვეტერანებთან და კადეტებთან ერთად, სოხუმის დაცემიდან 26 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

,,27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული დღეა. ყოველთვის, როცა აქ ვიკრიბებით ჩვენი გმირების პატივსაგებად, ყველა იმ ადამიანს ვიხსენებთ, ვინც საკუთარი სიცოცხლის და სისხლის ფასად იცავდა საქართველოს ერთიანობას და დამოუკიდებლობას,"- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა