"ფრთხილად, ადგილობრივ ხელისუფლებაში სულელები არიან" - "თეთრ ხიდზე" აქცია-პერფორმანსი მოეწყო
ქუთაისში, "თეთრ ხიდზე" მინის დაზიანების ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაცია აქცია-პერფორმანსით გამოეხმაურა. "ევროპა ჩვენი სახლიას" წევრებმა ხიდზე სტიკერები წარწერით, "ფრთხილად სახიფათოა" და "ფრთხილად, ადგილობრივ ხელისუფლებაში სულელები არიან", გააკრეს.
"ხიდზე პრობლემები გრძელდება, ჩვენ ორი სასამართლო გვქონდა მერიასთან და საბედნიეროდ, სასამართლომ მიიღო სწორი გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების მხრივ. აქ დგას ჩვენი უსაფრთხოების საკითხი. საფრთხე აქვს ყველას, მათ შორის მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებსაც, რომლებიც ამ ხიდზე გადაადგილდებიან. ყველა ჩვენთაგანი შეიძლება შეცდეს, მაგრამ მხოლოდ სულელი შეიძლება შეცდეს და შეუპოვარი დარჩეს. ცუდია, რომ შეუპოვარი სულელები ხელისუფლებაში არიან. ეს არის მერიის მარცხი, რომ ჩავარდა პროექტი, რომელიც საფრთხეს გვიქმნის. მოვითხვოთ შემოიღობოს ყველა ეს ნაწილი და საკრებულომ გაარკვიოს მერის პასუხისმგებლობის საკითხი", -განაცხადა გია გოქაძემ.
ხიდის დაზიანების საქმის შესწავლა დაიწყო.
მინა თეთრ ხიდზე გასულ წელსაც დაზიანდა, რის შემდეგაც არასამთავრობო ორგანიზაციამ ადგილზე გამაფრთხილებეილი სტიკერები გააკრა. მერიამ ამის გამო "ევროპა ჩვენი სახლიას" 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. სასამართლომ მერიის მოთხოვნა უსაფუძვლოდ ცნო და ორგანიზაცია ჯარიმის გადახდისაგან გაათავისუფლა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















