ქუთაისში, "თეთრ ხიდზე" პანორამული მინა კვლავ დაზიანდა
ქუთაისში, თეთრ ხიდზე მინა კვლავ დაზიანდა. ერთ-ერთი პანორამული მინა მთლიანად დაბზარულია.
ამ დროისთვის ადგილზე გამაფრთხილებელი ნიშანი არაა განთავსებული.
მინა ხიდის რეაბილიტაციის შემდეგ მეორედ დაიბზარა. პირველ ჯერზე მერიის ინფორმაციით, მინა ბავშვებმა დააზიანეს. მინა ორმაისობისთვის შეიცვალა.
ნიუპრესი ქუთაისის მერიას დაუკავშირდა, ამ დროისათვის ინფორმაციას არკვევენ.
„თეთრ ხიდზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გასულ წელს ჩატარდა. მერიამ 435 999 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, თუმცა შეუსრულებელი ვალდებულებების გამო კომპანიას თანხა მხოლოდ სანახევროდ გადაუხადა. მერია "ალმა რუს საქართველოს" 185 000 ლარის უკან დაბრუნებას ითხოვდა, ამასთან, კომპანიას ჯარიმის გადახდაც დაავალა. როგორც მაშინ აცხადებდნენ, კომპანიასთან დავა სასამართლოში გაგრძელდებოდა, თუმცა მსგავსი არ მომხდარა.

ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















