ქუთაისში ფესტივალი "თეთრი ხიდი" მიმდინარეობს
ქუთაისში ფესტივალი თეთრი ხიდი გაიხსნა. ფესტივალში ქართველ შემსრულებლებთან ერთად პოლონელი მუსიკოსებიც მონაწილეობენ. ფესტივალის ფარგლებში ორგანიზატორთა განცხადებით, ღონისძიების მიზანია საქართველოსა და პოლონეთის მეგობრობის გაღრმავება.
ფესტივალის პირველ დღეს ჯგუფმა ,,მუნქაითმა,, იმღერა. მუსიკალური საღამოები ქუთაისში 11 აპრილამდე გაგრძელდება.
პოლონური ჯგუფებთან - Moonkite, Fickle Vibe, Klaudia Gawor, After Day ერთად მონაწილოებას მიიღებენ ნანა ყურაშვილი, შოთიკო და ჩიჩო,ლაშა დადეშქელიანი და სხვა შემსრულებლები.
ღონისძიების ორგანიზატორები "პალატი ჯგუფი" და Pro Motion Georgia არიან, მხარდამჭერი კი ქუთაისის მერია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















