ქუთაისში "თეთრ ხიდზე" მინის შესაცვლელად მერიამ 1 500 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა
ქუთაისში "თეთრი ხიდზე" სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერიამ 1 500 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. შპს "იმერს გლასს კომპანიამ" მხოლოდ დაზიანებული მინა უნდა შეცვალოს. სამუშაოები 30 აპრილამდე უნდა დასრულდეს.
ნაწილობრივი სამუშაოების შესახებ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ მირზა ხიდაშელმა ერთი კვრიის წინ განაცხადა. მისი თქმით, 2 მაისობისთვის მხოლოდ მინა აღდგება, მერია გამოძიების დასრულებას ვერ დაელოდებოდა. მისი თქმით, ამ დროისთვის უცნობია, როდის გამოცხადდება ტენდერი ხიდზე არსებული სხვა ხარვეზების სამუშაოებზე.
"თეთრ ხიდზე" მინა გასული წლის დეკემბრის ბოლოს დაზიანდა და ამ დრომდე დაზიანებულია.
რაც შეეხება ხიდის რეაბილიტაციას, ხიდი გასული წლის სექტემბერში გაიხსნა. არასწორად შესრულებული სამუშაოების გამო მერიამ კომპანია დააჯარიმა. რა ეტაპზეა სასამართლო პროცესი, უცნობია.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















