|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, "თეთრი ხიდზე" სამუშაოები მიმდინარეობს

 "თეთრი ხიდზე" სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებულ მინას  შპს "იმერს გლასს კომპანია" ცვლის. 

მერიამ კომპანიასთან  გამარტივებული შესყიდვა გააფორმა. სამუშაოები 30 აპრილამდე უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, ხიდზე მინის საფარი გასული წლის დეკემბერში დაზიანდა, მერიამ მინის შეკეთების ნაცვლად დამნაშავეების გამოსავლენად გამოძიებას მიმართა. 

ვინ დააზიანა ხიდი და  მიუძღვით თუ არა მასში  ბრალი "მოხტუნავე ბავშვებს", ამ  დრომდე უცნობია, თუმცა მერიაში  2 მაისობის დღესასწაულისათვის ხიდის აღდგენა გადაწყდა. 

 ხიდის დაზიანების ფაქტს "ევროპა ჩვენი სახლიას" მიერ გამაფრთხილებელი სტიკერების გაკვრა და ამ ფაქტთან დაკავშირებული  ორგზის მერიის დამარცხებით დამთავრებული სასამართლო პროცესები უკავშირდება. 

 დაზიანებული მინის შეცვლა ქალაქის ბიუჯეტს 1500 ლარი დაუჯდა. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა