ქუთაისში, "ტორპედოს" სტადიონთან "მშვიდობის ბურთის" მონუმენტი განთავსდა
ქუთაისში, "ტორპედოს" სტადიონთან მშვიდობის ბურთის მონუმენტი განთავსდა. ბურთის იდეა ბესიკ ადამიას ეკუთვნვის, რომელიც მის განთავსებას წლების განმავლობაში მოითხოვდა.
სამუშაოები დასრულებული არაა, ბურთზე სხვადასხვა ენაზე სიტყვა "მშვიდობა" დაიწერება.
2,5 მეტრის სიმაღლის ბურთი მოქანდაკე გიორგი კიკვაძის მიერ მომზადდა, რომელმაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
"მშვიდობის ბურთის" მონუმენტის დამზადებისთვის ქუთაისის ბიუჯეტიდან 16 500 ლარი დაიხარჯა.
ი.ჭავჭავაძის გამზირისა და ა.ხორავას ქუჩების გადაკვეთაზე არსებული მოედანისათვის „მშვიდობის მოედნის“ სახელის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ქუთაისის საკრებულომ 2016 წელს მიიღო. იმ დრომდე კი მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირებისათვის წრიული "უსაფრთხოების კუნძული" მოეწყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















