ქუთაისში თოვლის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია
ქუთაისში მოსული უხვი ნალექის გამო ქუჩებში ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია. მოქალაქეები შექმნილი პრობლემების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათი ნაწილი სოციალურ ქსელშიც აისახა.
"ქუთაისის მერია, გძინავს? ქუჩები ჩახერგილია, ტრანსპორტი ვერ მოძრაობს, მძღოლები უმწეოდ დგანან, ხალხი დაიტანჯა! რა გახდა ასეთი მარილის მოყრა და ქუჩების გაწმენდა? საფიჩხიაზე და გორაზე კი არა, ცენტრში ვეღარ მოძრაობს დღეს ტრანსპორტი. ასე მოუმზადებელი შეხვდით ზამთარს, თუ ჯერ ყავას მიირთმევთ საწოლში და სელფებს იღებთ?", -წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი.
ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალურ სერვისებში" აცხადებენ, რომ გზის გაწმენდა გუშინ გვიან ღამით დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს. იწმინდება ყველა ცენტრალური ქუჩა და ის გზა, რომელიც რელიეფურად რთული მისადგომია. "სპეციალური სერვისების" განცხადებით, მდგომარეობას ინტენსიური თოვა ართულებს, თუმცა მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მუშახელი, რომ ქალაქში მაქსიმალურად მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















