“უხილავნი ჩვენს შორის“ - ქუთაისში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა
ქუთაისში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციიამ (IOM) მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებისათვის გამართა შეხვედრა, სადაც ქუჩაში მოწყალების მთხოვნელი ბავშვების პრპობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თავიანთი კვლევებისდა მიდგომების შესახებ ისაუბრეს, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა.
როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, პრობლემა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს და მასში ჩართული უნდა იყოს როგორც სახელმწიფო უწყების, ასევე ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები. რაც მთავარია, სიმცირეა დღის ცენტრების, სადაც შესაძლებელი იქნება ქუჩაში მომუშავე ბავშვების განთავსება. როგორც აღინიშნა, ასეთი დღის ცენტრი ქვეყანაში სულ ხუთია, მათ შორის ერთი ქუთაისშია.
შეხვედრის დასასრულს ვერიკოს პარკში მოეწყო არტ-ინსტალაცია “უხილავნი ჩვენს შორის“, რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეალურ ისტორიებს ასახავს. აღნიშნული ინსტალაცია პარკში 3 აგვისტომდე დარჩება.
კამპანია „უხილავნი ჩვენს შორის“ აღიარებულია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო რეგიონალურ ინიციატივად. ინსტალაცია პირველად 2014-2015 წლებში განთავსდა უკრაინაში და 2016 – 2017 წლებში გადაინაცვლა ბელარუსსა და მოლდოვაში. 2018 წელს კამპანიას თბილისმა და ბათუმმა უმასპინძლა, რის შემდეგაც ქუთაისს ესტუმრა.
კამპანია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან და იუსტიციის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. კამპანია დაფინანსებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ცხელი ხაზის ნომერია: 116 006
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















