ქუთაისში ტროტუარების შეკეთებისათვის 60 ათასი ლარი დაიხარჯება
ქუთაისში ქუჩების სავალი ნაწილზე და ტროტუარებზე დაზიანებული ადგილების შეკეთებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი დაიხარჯება.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად მერიამ ტენდერი NAT190005735 უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 3 აპრილიდან დაიწყება.
ტენდერის პირობების მიხედვით, მოხდება გრანიტის ძელაკებისა და ფილების შეკეთება, ასევე წვიმის შედეგად გამორეცხილი ფენის შევსება.
ქუთაისში ტროტუარების უმრავლესობა შეკეთებას საჭიროებს. რა პრინციპით მოხდება ქუჩების შერჩევა, უცნობია. ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ დაზიანებული ტროტუარები ქალაქის მასშტაბით შეკეთდება.

ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















