ქუთაისში ახალი ტურისტული ცენტრი ფუნქციონირებას რამდენიმე თვეში დაიწყებს
ქუთაისის მერიამ ერთ–ერთ კერძო ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით მიღებული მოგების საფუძველზე შენობა შეიძინა. ქალაქის ცენტრში მდებარე შენობა, რომელშიც ჯერ სახინკლე, შემდეგ კი ტოტალიზატორი იყო განთავსებული, ახალ ფუნქციას შეიძენს და ის ტურისტულ ცენტრად გადაიქცევა. ქუთაისის მერის განცხადებით, შენობა 1 600 000 ლარად შეიძინა თვითმმართველობამ, რომ ქალაქის ერთ–ერთი პრობლემა მოგვარდეს.
"ქალაქში შემოსული ტურისტების რაოდენობა იზრდება. საჭიროა მათ ყველა სერვისი შევთავაზოთ, რისთვისაც აუცილებელია ტურისტული ცენტრი. ჩვენ ვგეგმავთ, ეს შენობა თანამედროვე სტანდარტებით მოვაწყოთ და კიდევ უფრო გავალამაზოთ, რომ სწორედ ამ შენობიდან დაიწყოს ტურისტების წარმოდგენის შექმნა ქალაქზე. ჩვენ ეს შენობა კონკურსში გამარჯვებულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულებით მიღებული თანხით შევიძინეთ",–განაცხადა მურღულიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ შენობის გახსნას "ორმაისობის" დღესასწაულისთვის გეგმავენ და იმედოვნებს, რომ იმ დროისთვის რეკონტრუქცია დასრულებული იქნება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





11:02
16:29
16:27
13:32
13:09
















