ქუთაისში ტურისტული მიმართულების აბრები განთავსდა
ქუთაისში აბრები განთავსდა, რომელიც ქუჩის და ისტორიული ღირსშესანიშნაობების მიმართულებას აღნიშნავს. მიმართულების ბოძები, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
აბრებზე ასევე განთავსებულია სპეციალური QR კოდები, რომლებიც ტურისტს, შესაბამისი მობილური ამპლიკაციის ქონის შემთხვევაში დამატებით ინფორმაციას აწვდის ამა თუ იმ ტურისტული ადგილის შესახებ, როგორც ონლაინ ასევე ოფლაინ რეჟიმში. მიმართულების ბოძები განათებული იქნება ასევე ღამითაც, მათზე განთავსებული სანათის საშუალებით, რომელიც არ მოიხმარს ელ. ენერგიას, იმუხტება დღის სინათლეზე და დაღამებისას ავტომატურად ინთება.
,,ტურისტული მიმართულების ბოძები განთავსებულია თითქმის ყველა ტურისტულ ქალაქში. გასულ წელს ტურისტების რიცხვის მკვეთრი მატების გამო გადავწყვიტეთ მსგავსი აბრები დადგმა. ისინი დაიდგა ქალაქის ყველა შემოსასვლელში და ასევე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში”,-აღნიშნა შოთა მურღულიამ.
ავტორი: ნიუპრესი





16:29
16:27
13:32
16:29
















