|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი თებერვალში გაიხსნება?

ქუთაისში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის გახსნის თარიღი თებერვალში გადაიწია.  ამის შესახებ „ნიუპრესს“ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ტატო ლილუაშვილმა განუცხადა. მისი თქმით,  ამ დროისთვის  ცენტრში ინვენტარის განთავსება მიმდინარეობს.

 “ცენტრის გახსნას უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, დაახლოებით თებერვლის დასაწყისში, თუ რა თქმა უნდა, რაიმემ ხელი არ შეგვიშალა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინვენტარის მოწყობა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

 ცენტრის გახსნა  2016 წლის დასასრულისათვის იყო დაგეგმილი.  ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი გასულ წელს ააიპად ჩამოყალიბდა. ცენტრი ათამდე თანამშრომელს ითვლის.

 მერიის განცხადებით, ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი საქართველოში ყველაზე დიდი და მრავალფუნქციური იქნება.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,პარმაღი“ 162 000 ლარად შეასრულა. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა