ქუთაისში, ტყიბულის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის გაწმენდა მიმდინარეობს
ქუთაისში, ტყიბულის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის გაწმენდა მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ადგილი წლების განმავლობაში პრობლემური იყო რამდენიმე ქუჩის მოსახლეობისთვის. წვიმის დროს სანიაღვრე ქსელი წყლით ივსებოდა და ქუჩები იტბორებოდა, რაც თავდადებულის, განათლების და თომაშვილის ქუჩის მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა.
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას დავალებით, დღეს ადგილზე მძიმე ტექნიკა შევიდა და ტერიტორიის გაწმენდა დაიწყო. ქალაქის მერი აღნიშნულ სამუშაოს ადგილზე აკონტროლებდა.
,,ამ პრობლემის შესახებ მოსახლეობა ხშირად მოგვმართავდა წინასაარჩევნო პერიოდში. მე მათ დავპირდი, რომ პრობლემას მალევე მოვაგვარებდით. ამ წუთებში ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს და სანიაღვრე ქსელი იწმინდება. სამუშაოს დასრულების შემდეგ, უხვი ნალექის გამო ქუჩები აღარ დაიტბორება და პრობლემაც მოგვარდება,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















