|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უფუნქციოდ დარჩენილი პარლამენტის შენობის შენახვისათვის 332,109 ლარი დაიხარჯა

ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის შენახვა 332,109 ლარი დაჯდა - ინფორმაციას პარლამენტის აპარატიდან მიღებულილი მონაცემების  საფუძველზე BM.GE ასაჯაროებს. 

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, იანვარ-მარტში პარლამენტის ელექტროენერგიის გადასახადი 181,574 ლარი იყო, წყლის - 64,949 ლარი, ბუნებრივი აირის კი - 85,586 ლარი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის დეკემბერში ელექტროენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის ხარჯი გადახდილია 2019 წლის იანვარში.

საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტს ქუთაისის შენობის შენახვა 2018 წელს 1,260,558 ლარი დაუჯდა, 2017 წელს -  1,091,295 ლარი, 2016 წელს კი - 688,848 ლარი. 

ბოლო ინფორმაციით, ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გადაეცეს, თუმცა კონკრეტულად,  რა ფუნქციას შეიძენს ის და როდის, უწყებაში არ იციან. 

შეგახსენებთ,  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გასულ წელს პარლამენტის თბილისში გადატანა საკანონმდებლო ინსტიტუტის გაძლიერებით და დანახარჯების შემცირებით ახსნა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა