ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე შენობის ფასადი ჩამოინგრა
ქუთაისში ვარლამიშვილის ქუჩაზე, "სისხლის ბანკთან" შენობის ფასადი ჩამოინგრა.
სამშენებლო მასალის ფრაგმენტი ახალგაზრდა მამაკაცს ხელზე დაეცა. მან მცირედი დაზიანება მიიღო.
ადგილობრივების თქმით, კორპუსიდან სამშენებლო მასალის ჩამოვარდის არაერთი შემთხვევაა.
ისინი დახმარებას ადგილობრივი თვითმმართველობიდან ითხოვენ.
ქალაქის მერიას აქვს ბიუჯეტში განსაზღვრული სპეციალური პროგრამა, თუმცა დაფინანსების მისაღებად საჭიროა ბინის ამხანაგობამ მერიას მიმართოს, ამასთან თანადაფინანსებისათვის ხარჯების 10 % გაწიოს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















