ქუთაისში "ვენდისი" და "სმარტი" იხსნება
ქუთაისში "ვენდი", "სმარტი" და კინოთეატრი წლის ბოლომდე გაიხსნება. ამის შესახებ, "ნიუპრესს" ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ბაქარ ჭეიშვილმა განუცხადა.
"უამრავი პროექტების განხორციელება გვაქვს გეგმაში, მაგრამ წინასწარ ამაზე საუბარი არ გვინდა. თუმცა, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ წლის ბოლომდე ქუთაისში გაიხსნება კინოთეატრი, ასევე ველოდებით "სმარტის" და "ვენდის" სარემონტო სამუშაოების დასრულებას", – აღნიშნა ჭეიშვილმა.
"ვენდისის" მშენებლობა ქუთაისში პირველი სკოლის წინ მიმდინარეობს. ამ ობიექტს, ისევე როგორც "სმარტს" კომპანია "ვისოლ ჯგუფი" აშენებს. რაც შეეხება კინოთეატრს, მისი გახსნა ყოფილი "კინო საქართველოს" შენობაში იგეგმება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















