ქუთაისში „ვენდისის“ რესტორანი მაისში გაიხსნება
ქუთაისში „ვენდისის“ რესტორნის ქსელის მშენებლობა დასრულდა. როგორც კომპანია "ვისოლის" პრესსამსახურის ხელმძღვანელი "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, რესტორანი მაისში გაიხსნება.
"სამუშაოები თითქმის დასრულდა. რესტორანი უახლოეს მომავალში, კერძოდ, მაისში გაიხსნება, ამ დროისათვის შიდა სამუშაოები მიმდინარეობს", -აცხადებს რუსუდან კბილაშვილი.
არსებული ინფორმაციით, 150 ადგილობრივის დასაქმება მოხდება.
კომპანიას რესტორანი რამდენიმე ხნის წინ უნდა გაეხსნა, თუმცა რამდენჯერმე გადაიდო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა