ქუთაისში, ჭავჭავაძეზე სკვერში მშენებლობის განახლება გააპროტესტეს
ქუთაისში, ჭავჭავაძის #46 ბინის მცხოვრებლებმა სკვერში მშენებლობის განახლება გააპროტესტეს.
ადგილობრივების განცხადებით, ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გასულ წლებში გაიცა, თუმცა პროტესტის გამო შეჩერდა, ახლა კი ისევ განახლდა.
ადგილობრივების თქმით, სამუშაოებს შპს „იმერეთი“ აწარმობეს, რომელსაც მშენებელობის ნებართვა არ აქვს.
ადგილზე, სავარაუდოდ, 5 მეტრი სიმაღლის კონსტრუქცია შენდება.
არსებული ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრას ქალაქის მერი გეგმავს. ქალაქის მერი, სავარაუდოდ, შპს-ს წარმომადგენლებს მშენებლობის შეჩერებისაკენ მოუწოდებს.
მერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის მერი დადგა მოსახლეობის ინტერესების მხარეს და კომპანიას აღნაგობის უფლება შეუჩერა. მერის ინტერესშია შენარჩუნდეს სკვერები, ამავდროულად არ შევაფერხებთ ბიზნესს და მათ ალტერანტიულ ადგილს შევთავაზებთ.
შეგახსენებთ, მოსახლეობამ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქცია ერთი თვის წინ გამართა. შედეგად, ქალაქის მერიამ კომპანიას მშენებლობის შეჩერება მოთხოვა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















