|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "წითელ ხიდზე" ვიდეოკამერები დამონტაჟდება?

ქუთაისში, მდინარის სანაპიროსა და ხიდების მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას საკრებულოს დეპუტატები მოითხოვენ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ამირან ძოწენიძის განცხადებით, წითელი და რუსთაველის ხიდების მიმდებარე ტერიტორია დაბინძურებულია. ძოწენიძემ მომხდარში მოქალაქეები დაადანაშაულა. საკრებულოს დეპუტატებს და მერიას კი დასუფთავების აქციის მოწყობა დაავალა.

„მივმართავ მოქალაქეებს, ნუ დაანაგვიანებენ რიონის სანაპიროს და ნუ დაყრიან იქ ნაგავს, როდესაც ახლოს რამდენიმეტონიანი ნაგვის ურნები დგას.  თუმცა, ჩვენ ვერ დაველოდებით მოქალაეების კეთილსინდისირებას, ამიტომ კარგი იქნება, თუ თვითმმართველობა საკუთარი რესურსით გაწმენდს, თუ გინდათ მოვაწყოთ დასუფთავების აქცია და მეც შემოგიერთდებით“, -განაცხადა ამირან ძოწენიძემ.

მას შენიშვნა "წითელი ხიდის" არასახარბიელო მდგომარეობის შესახებაც ჰქონდა. დეპუტატის განცხადებით, ხიდი სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს, რადგან გაჭედილი წყალგამტარი მილები წყალს ვერ ატარებს, რის გამოც ხიდის საფარი დაზიანდა. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ხიდზე მოძრაობა ორმხრივი გახდა, რასაც პატრული არ არეგულირებს. დეპუტატმა ხიდზე ორმხრივი მოძრაობისა და სანაპირო ზოლის დაბინძურების გამო წითელ ხიდზე ვიდეო კამერების დამონტაჟება მოითხოვა.

ამირან ძოწენიძის მოსაზრებას იზიარებენ ქუთაისის თვითმმართველობაში. მერის განცხადებით, ადგილის დასუფთავება სპეციალური სამსახურის მიერ სისტემატიურად ხდება, თუმცა მოქალაქეები ტერიტორიას თვითნებურად ანაგვიანებენ.

რაც შეეხება "წითელ ხიდს", მერიაში აცხადებენ, რომ დაზიანებულია ხიდის საფარი, ამინდების გაუმჯობესებისთანევე მოხდება ორმული შეკეთება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა