|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში წლის ბოლომდე 16 მინი მოედანი გაკეთდება

ქუთაისში სპორტული მოედნების მოწყობისა და რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო - წლის ბოლომდე ქალაქში 16 მინი მოედანი გაკეთდება.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, მოეწყობა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, შესაბამისი ხელოვნური საფარით, ინვენტარითა და განათებით. სპორტული ინფრასტრუქტურა ეწყობა ქალაქის ისეთ უბნებში, სადაც ამ დრომდე არასდროს ყოფილა.
სპორტული მოედნების მოწყობისა და რეაბილიტაციისთვის ქუთაისში 1 656 000 ლარია გამოყოფილი.
 მიმდინარე სამუშაოებს მერიის წარმომადგენლები გაეცნენ.
 
 
 

ავტორი: