|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში წყალმომარაგების შეფერხების მიზეზი სათავე ნაგებობაზე მომხდარი ავარია გახდა

ქუთაისში წყალმომარაგების მხრივ შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით, წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემა სათავე ნაგებობაზე მომხდარ ფაქტს უკავშირდება.

 "სათავე ნაგებობაზე გამომავალი მილი დაზიანდა, რისი შეკეთებაც დილის ხუთ საათზე დაიწყეს ჩვენმა თანამშრომლებმა. ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისათვის სამუშაოები დასრულებულია და მოსახლეობას წყალი ჩვეული გრაფიკით მიეწოდება, ოღონდ დაბალი წნევით", -განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა "ნიუპრესთან" საუბარში.

ცნობისთვის, ქუთაისში დღეს, დილიდან რამდენიმე უბანს წყალი შეფერხებით მიეწოდება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა