|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში წყალმომარაგების სისტების რეაბილიტაციის მეორე ფაზა მიმდინარეობს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ფაზას ახორციელებს.

პროექტი სატუმბი სადგურების, რეზერვუარების და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობას ითვალისწინებს.

მუხნარის რეზერვუარის მშენებლობა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ მოინახულა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცი-გუბერნატორები,  ასევე გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორი  გიორგი კობერიძე. ისინი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

წყალმომარაგების სისტემის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა 86 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სამუშაოებზე 200 - მდე ადამიანია დასაქმებული.

პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქში საბოლოოდ მოგვარდება მრავალი წლის მანძილზე არსებული სასმელი წყლის პრობლემა და ქუთაისის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

პროექტი 2018 წელს დასრულდება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა