ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროცესში შესაძლო კორუფციას აპროტესტებენ
ქუთაისში 24 საათიანი წყალმომარაგების სამუშაოების გახანგრძლივებას "სამოქალაქო მოძრაობა" აპროტესტებს და საკითხით დაინტერესებისკენ სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს. ორგანიზაციის წევრებმა ბრიფინგზე იმ პრობლებზე ისაუბრეს, რაც მათი ვარაუდით, დროის გაჭიანურების მიზეზია.
ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით გიორგაძე აცხადებს, რომ სამუშაოებზე 93 მილიონია დახარჯული და პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.
"აპრილში უნდა დასრულებულიყო სამუშაოები, მაგრამ მოწოდებული ინფორმაციით, დეკემბერშია განსაზღვრული ბოლო ვადა, დასაზუსტებელია, დეკემბერში რამდენად დასრულდება, მაგრამ ახლა მთავარი პრობლემა დროის გაჭიანურებაა. 93 მილიონია დახარჯული და ვხედავთ, რომ მოქალაქეებს პრობლემა არ მოგვარებიათ. გაერთიანებულ წყალმომარაგებაში შეფერხების მიზეზად კლიმატური პირობების გაუარესებას და მოსახლეობიდან ხელის შეშლას ასახელებენ, ორივე არგუმენტი მიუღებელია. მოვითხოვთ, რეალური მიზეზის დასახელებებას. გონივრული ეჭვის საფუძველზე, ეს შეიძლება იყოს თანხების მითვისება, შეიძლება, გარკვეული ჯგუფები ამით სარგებლობდნენ. ამიტომ მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ ამ თემით", -განაცხადა დავით გიორგაძემ. მისი თქმით, თუ მათი ბრიფინგი საკმარისი არ აღმოჩნდა, შესაბამის ორგანოებს წერილობით მიმართავენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















