ქუთაისში ხანძარის შედეგად 300 კვ.მ ფართი დაიწვა
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფომაციით, საერთო საცხოვრებელში ხანძარს 10-მდე სამაშველო ჯგუფი ებრძოდა.
პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის ბალონი აფეთქდა. ხანძრის შედეგად დამწვარია 300 კვ.მ ფართი სასხვენო გადახურვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის შედეგად გაითიშა ელექტროენერგია. ენერგო პორ ჯორჯიას ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება სრულად მოკლე ხანში აღდგება.
"ფიდერი ჩართულია, მხოლოდ გამორთულია უშუალოდ ის სატრანსფორმატორო პუნქტი, რომლითაც ხანძრის ტერიტორია მარაგდება. როგორც კი სახანძრო-სამაშველო სამსახური ელექტროენერგიის ჩართვის უფლებას მისცემთ, მოხდება დენის ჩართვა, კომპანიის საავარიო ბრიგადა და სპეცტექნიკა ადგილზე იმყოფება "–აცხადებენ კომპანიაში.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















