ქუთაისში ხანძრის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტუკური ქირურგიის ცენტრშია მოთავსებული.
ქუთაისის დამწვრობის ცენტრის ექიმის გიორგი აბესაძის ინფორმაციით, სამივე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მათ სხეულის 30-75%-იანი დამწვრობა აღენიშნებათ და სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
"შემოვიდა ოთხი პაციენტი, ამათგან სამი რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. უტარდებათ მკურნალობა, მდგომარეობა მძიმეა, მათი თბილისში გადაყვანა საჭირო არ გახდება. რაც შეეხება მეოთხე პაციენტს, არასრულწლოვანი იყო და ის გადაყავთ თბილისში. ასევე თბილისში გადაყავთ ერთი დაშავებული მოქალაქე. ორი პაციენტი სხვა კლინიკაშია მოთავსებული", -განაცხადა გიორგი აბესაძემ.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















