ქუთაისში ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლი დაიწვა
ქუთაისში ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლი დაიწვა. შემთხვევა ნაფეტვარიძის ქუჩაზე მოხდა. ხანძრის დროს სახლის მეპატრონეები შენობაში იმყოფებოდნენ, მათ რამდენიმე წუთით მასწრეს სახლიდან გამოსვლა.
მათი ინფორმაციით, მეორე სართულზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც კვამლის სუნი იგრძნეს და მოასწრეს შენობიდან გამოსვლა.
მათივე ინფორმაციით, დამწვარია პირველი სართული მთლიანად და მეორე სართულის დიდი ნაწილი. განადგურებულია საოჯახო ნივთები.
ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















