ქუთაისში ყოფილ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა
ქუთაისში, პურის ქარხნის ყოფილ შენობაში ცეცხლი გაჩნდა.
მიტოვებულ შენობაში ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ადგილობრივების ინფორმაციით, ქარხანაში ჯართს ჭრიან, რაც სავარაუდოდ, გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.
"მიტოვებული შენობაა, ჯართს აგროვებენ. დამუშავების დროს ნაპერწკლები ცვივა, რაც გახდებოდა სავარაუდო მიზეზი. ძალიან გვეშინია ამ ქარხნის, ხუთი სახანძრო მუშაობდა და ძლივს ჩაქრეს, ცოტა და ჩვენამდეც გადმოვიდოდა ხანძარი"–აცხადებენ ადგილობრივები. მათი თქმით, გაურკვეველია ვის ბალანსზეა შენობა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაიწვა შენობის გარკვეული ნაწილი.
მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















