ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა
ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. #59-ე საარჩევნო ოლქის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
თვითმაართველობის არჩევნებზე ქალაქში 152 939 მოქალაქე გააკეთებს საკუთარ არჩევანს. გახსნილია 77 საარჩევნო უბანი, მათ შორის 1 უბანი ქუთაისის ნომერ მეორე პენიტენციურ დაწესებულებაშია განთავსებული.
ქუთაისში მერობის 3 კანდიდატია რეგისტრირებული. რაც შეეხება იმერეთს, რეგიონში საკუთარ არჩევანს დღეს ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე გააკეთებს. იმერეთში 400 - ზე მეტი საარჩევნო უბანია გახსნილი.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.77%
გაუარესდა - 52.03%
არ შეცვლილა - 12.2%
სულ - 123 ხმა




16:05
15:07
14:11
16:14
















