|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ყველაზე ლამაზი ეზო ერთ კვირაში გამოვლინდება

ქუთაისში ყველაზე ლამაზი ეზო ერთ კვირაში გამოვლინდება. სპეციალურმა კომისიამ 5 საუკეთესო ეზო შეარჩია. მათგან გამარჯვებული მომავალ კვირაში გამოვლინდება და მერიისგან საჩუქრად, მათთვის სასურველი ინფრასტრუქტურული პროექტის მოწყობას მიიღებს.

საკრებულოს ინფორმაციით, მრავალსართულიანი კორპუსების ეზოებიდან ყველაზე ლამაზი ეზო 2 მაისს უნდა გამოვლენილიყო, თუმცა, როგორც საკრებულოს პრესსამსახური განმარტავს, ორმაისობას ბევრი ღონისძიება იყო დაგეგმილი, რის გამოც  გამარჯვებულის გამოვლენა გადაიდო.

"შერჩეულია 5 ეზო, რომელთაგანაც გამოვლინდება გამარჯვებული. პირველი, მეორე და მესამე ადგილზე გასულები სიმბოლურ საჩუქრებს მიიღებენ. 2 მაისს არ ჩატარდა, რადგან ამ დღეს ბევრი ღონისძება იყო დაგეგმილი, მომავალ კვირაში კომისია გამოავლებს გამარჯვებულს", –განაცხადა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა