|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ყველაზე რეიტინგული პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად ქუთაისში პრაიმერი მიმდინარეობს

ქუთაისში ყველაზე რეიტინგული პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერი მიმდინარეობს.  არასამთავრობო ორგანიზაცია „პრაიმერის“ ორგანიზებით, გამოკითხვა ქუთაისიდან დაიწყო და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გადაინაცვლებს.

"პრაიმერის" წარმომადგენლის დავით ღვალაძის ინფორმაციით, დღეს გამოიკითხება 200 მოქალაქე, მათ არჩევანის გაკეთება 7 კანდიდატს შორის მოუწევთ, ასევე შეუძლიათ სიაში არ მყოფი მათი სასურველი კანდიდატი დაამატონ. კანდიდატებს შორის არის როგორც სალომე ზურაბიშვილი, ასევე პრეზიდენტობის სხვა შესაძლო კანდიდატები.

ცენტრალურ ბულვარში ამომრჩევლებს შესაძლებლობა ქონდათ სასურველი კანდიდატი ფარული კენჭისყრის პრინციპით გამოევლინათ.

ქუთაისის შედეგები დღესვე გამოვლინდება.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ივანიშვილი შეეცდება მთავარი როლი "ოცნებამ", „ნაციონალებმა“ და მათმა განაყოფებმა შეასრულონ, ამიტომ, მოუწოდებს ყველა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიას (ნათელაშვილი, ინაშვილი, ბურჯანაძე, უსუფაშვილი და სხვ), რომ ჩაატარონ გამოკითხვა და წარადგინონ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, რომელიც იქნება მთავარი ოპოზიციური კანდიდატი და იბრძოლებს გამარჯვებისთვის.

სიაში არიან: დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე - "ძალა ერთობაშია"  დავით ბაქრაძე- "ევროპული საქართველო", კახა კუკავა "თავისუფალი საქართველო", შალვა ნათელაშვილი "ლეიბორისტული პარტია, დავით უსუფაშვილი "შენების მოძრაობა", ალექსანდრე ელისაშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი. 

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა