|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჟურნალისტის ცემაში ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია

 გუშინ, ქუთაისში სააინფორმაციო სააგენტო "ქუთაისითუდეის" დამფუძნებელი და ჟურნალისტი  ბუბა ჩივაძე ცემეს.

შსს-ს ინფორმაციით,  ჟურნალისტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დადგენილია და მიმდინარებს საგამოძიებო მოქმედებები.

 საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე - ძალადობის მუხლით აღიძრა, დანაშაული ისჯება თავისუფლების შეზღუდვით 2-დან 3 წლამდე.

როგორც ჩივაძე აცხადებს,  საკუთარი ავტომანქანით ავტოქარხნის დასახლებაში მოძრაობდა, როდესაც მას ავტომობილით უცნობი პირი აედევნა. შუქნიშანთან თავდამსხმელი მანქანიდან გადმოვიდა და ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა. 

„პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობმა ჯერ მანქანაზე შუშა ჩამილეწა, შემდეგ კი ფიზიკურად გამისწორდა. მაგინებდა და მუცელში მირტყამდა. სავარაუდოდ, თავდამსხმელმა იცოდა, რომ მუცლის ღრუში ოპერაცია მაქვს განაკეთები.  ნიღაბი არ ეკეთა, თუმცა ვერ ვიცანი,",-განაცხადა ჩივაძემ. 

ამჟამად ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ფაქტი წუხელ, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა