ქუთაისში ძლიერი ქარის გამო მგზავრები ბარგს ვერ იღებენ
"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ერთ საათზე მეტია ველით ბარგს. 32 ადამიანი რომლებიც ახლახანს ჩამოვფრინდით რიგა-ქუთაისის რეისზე. როგორ ხვდება აეროპორტი უცხოელებს და აცნობს ჩვენს ქვეყანას? ერთი საათია არავინ ხსნის რა ხდება? ისიც თანამშრომლების ერთმანეთში საუბრიდან გავიგონეთ, რომ ძლიერი ქარის გამო თვითმფრინავის კაპიტანი არ ხსნის საბარგულს, სანამდე არ ჩადგება ქარი. მაინტერესებს, ვინმე ჩათვლის საჭიროდ, რომ ახსნას მდგომარეობა და გაგვარკვიოს? ეს არის მომსახურება და ყურადღება სტუმრების მიმართ?", –აცხადებს ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრი ნუგზარ კოხრეიძე.
მგზავრების ინფორმაციით, ადგილზე ჯერჯერობით კომენტარი არ კეთდება.
"ნიუპრესს" აეროპორტში დაუდასრურეს, რომ ძლიერი ქარის გამო შეფერხებაა, როგორც ბარგია აღების, ასევე თვითმფრინავის გაფრენასთან დაკავშირებით. "ძლიერი ქარია ადგილზე, ამიტომ ვერ მოხერხდა ბარგის აღება, რაც შეეხება ფრენებს, ერთი რეისი შესრულდა, მეორე მალე უნდა გაფრინდეს, არის მცირე ხნიანი დაგვიანება"–განაცხადეს აეროპორტში.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















