|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ძლიერმა ქარმა ასწლოვანი ხე წააქცია

ძლიერი ქარის გამო ქუთაისში პრობლემები შეიქმნა. ქალაქის ცენტრში ასწლოვანი ხე წაიქცა, რის გამოც მთლიანად ჩახერგილია ნუცუბიძის ქუჩა და საჯარო ბიბლიოთეკასთან მისასვლელი გზა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა ბორდიულები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური იმყოფება.

მერიის კეთილმოწყობის სამსახური ჩახერგილი გზის გაწმენდას ცდილობს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა