|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია

ქუთაისში ძლიერმა  ქარმა პრობლემები შექმნა,  რამდენიმე ქუჩაზე ხეები წაიქცა,  ქარმა საცხოვრებელ  კორპუსებს სახურავები გადახა. დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ფიდერები, რამდენიმე უბანში მოსახლეობას არ მიეწოდება სასმელი წყალი, უამინდობის გამო ასევე გადაიდო საჰაერო ფრენები ქუთაისის აეროპორტიდან. 

სინოპტიკოსები 23 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში ქარის გაძლიერებას ვარაუდობენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მნიშვნელოვნად დაეცემა ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოშიც. მოსალოდნელია თოვა, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი.

შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი - სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა