|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ქარმა ორი ბანერი ჩამოაგდო

ქუთაისში ქარმა  ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფასადზე გამოკრული ორი საინფორმაციო ბანერი  ჩამოაგდო.

შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებურა.  

ქარმა  პრობლემები სხვა მხრივაც შექმნა - თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გზის შეკეთება მიმდინარეობს, ჰაერში მტვრის მასა ტრიალებს, რაც ქვეითად მოსიარულეთათვის  გაუსაძლის მდგომარეობას ქმნის.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარი კვლავ გაგრძელდება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი